26/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი
შრიფტის ზომა:

რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და სპეციალური მანქანები იმ შემთხვევისთვის, თუ სიტუაცია დაიძაბება.

ასევე, ცნობილია, რომ დაკავებულია რამდენიმე მონაწილე, თუმცა, რაოდენობის შესახებ ოფიციალური განცხადება შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც პარლამენტის იურიდულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა.

ამ დროისთვის აქცია დასრულებულია, თუმცა, ორგანიზატორები ამბობენ, რომ ის კვლავ გაგრძელდება. რუსთაველის გამზირზე მონაწილეთა ნაწილი რჩება. ადგილზე არიან სამართალდამცველებიც.