“ცოტნე, როგორც ჩანს შენი მაინც ეშინიათ, მდინარაძემ თქვენ ძალადობის ორგანიზატორად დაგასახელათ და რას ჰპირდებით პასუხად? – კითხვით მიმართა “ფორმულის” წამყვანმა სოფო ზურაბიანმა “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრ ცოტნე კობერიძეს, რომელმაც უპასუხა:
“კომენტარში ვახსენე, რომ პოლიციელები თუ არ დაიშლებიან გადავუვლით თქო და ეს ძალიან წყენიათ, არ ეწყინოთ, გადმოვუვლი უკანაც, ეგ არ არის პრობლემა. მესმის, რომ მდინარაძე დღეს ძალადობაზე ნამეტანი დაშინებულია იმიტომ, რომ მოხვდა ამ კაცს და იმის მერე შიშში იმყოფება, ჩემი შიში თუ აქვს, ძალიან კარგადაც ეშინია, მე მდინარაძის მეტოქე არ ვარ, მე ვარ მისი განაჩენი”– თქვა კობერიძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს