26/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

დიდ პოლიტიკოსებს ეს ხალხი უნდა შეგვეწიროსო – ნინო ნადირაძე სააკაშვილის ნათქვამს იხსენებს (ვიდეო)

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი
შრიფტის ზომა:

“ვსხედვართ ექს-პრეზიდენტთან (მიხეილ სააკაშვილი – კლინიკა ვივამედი) ერთად პალატაში, ვუყურებთ ტელევიზორს, იბომბება  კიევი და აცხადებენ, რომ 7 დაღუპულია, მათ შორის 2 ბავშვი, მე წამსკდა ცრემლები და – რა გატირებსო? ეს არის სტატისტიკა და დიდი პოლიტიკა ამას მოითხოვსო”- იხსენებს ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილს ნათქვამს.

ამის შესახებ მან 15 აპრილს, გადაცემა “იმედი LIVE”-ში ისაუბრა.

” ე ვუთხარი, შენ რომ 1 გრადუსზე აგიწევს სიცხე ლამის ციხეში მსვამ ყოველ მეორე დღეს და ის დაღუპული ხომ ვიღაცის შვილია, ვიღაცის დედაა, ძმაა – მე ვუთხარი. ჩვენო, დიდ პოლიტიკოსებს ეს ხალხი უნდა შეგვეწიროსო”- გაიხსენა ნინო ნადირაძემ სააკაშვილის ნათქვამი და ახალგაზრდებს მიმართა:

“არავის შევეწირები. არც თქვენ, შვილებო – არავის ფულებსა და ინტერესებს არ შეეწიროთ. დიახ, ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის რუსეთი, რომელიც ყველანაირ ფორმას ირგებს, ყველანაირ სახელს იწერს, ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ დღეს თქვენ თქვენივე ქვეყანაში მოაწყოთ არეულობა”- განაცხადა ნადირაძემ.