“თიბისი” მზად არის თითოეულ კლიენტთან და პარტნიორთან, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში საქმიანობს, ინდივიდუალურად იმუშაოს

323
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თიბისი ბანკი მზად არის ერთგვარი დახმარება გაუწიოს იმ კლიენტებს, რომლებიც ტურიზმის საქმინობით არიან დაკავებულები, და სარგებლობენ თიბისი ბანკის სესხით.

“თიბისი ეხმაურება რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას საქართველოში 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოკლევადიან პერპექტივაში უარყოფითად აისახოს ტურიზმში მომუშავე ქართული კომპანიების საქმიანობაზე.

თიბისი მზად არის თითოეულ კლიენტთან და პარტნიორთან, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში საქმიანობს, ინდივიდუალურად იმუშაოს და მათ საჭიროების მიხედვით მხადაჭერა გაუწიოს. შესაბამისი შეხვედრები ბანკში ორშაბათიდან, 24 ივნისიდან დაიწყება.”– ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE