ბოლო ამბები
მაისი 1, 2024

მინდა მივმართო აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს – დავით ოქიტაშვილი

აპრ17,2024
გაზიარება

მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, ნუ გამოაყენებინებენ თავს! ლიდერები გამოგიყენებენ და უკაცრავად ამ სიტყვისთვის, მიგაგდებენ, როგორც ეს არაერთხელ გვინახავს, – ასე მიმართა კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა აქციაში მონაწილე ახალგაზრდებს.

გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას ოქიტაშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ყოფნა არავის სურს.

„მინდა მივმართო აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს, ნუ გამოაყენებინებთ თავს იმ ლიდერებს, რომლებიც მათ იყენებენ. მინდა მათ ვთხოვო, ვინც მათ მოუწოდებს, რომ მივიდნენ აქციაზე, ჰკითხონ მათ, რას აპროტესტებინებენ, რომელი მუხლია კანონში რუსული? დღეს 11 საათი მიმდინარეობდა განხილვა და ვნახეთ, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს.

21-ე საუკუნეში როგორ შეიძლება რუსეთი გინდოდეს?! რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, დაგვიხოცა ახალგაზრდა ბიჭები, წაგვართვა აფხაზეთი, ოსეთი. როგორ შეიძლება დღეს გინდოდეს მათთან კი არა, მათი რაიმე?! რა შუაშია ეს კანონი?! ისინი მუშაობენ იმ ახალგაზრდებზე, რომლებზეც მე გული შემტკივა“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა