სექსუალური შევიწროვების მტკიცებულებებს მანდ ვერ ვხედავ – ირაკლი აბსანძე შალვა რამიშვილისა და ანანია გაჩეჩილაძის საუბარზე

გაზიარება

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ეხმიანება ტელეკომპანია “ფორმულა_ს ეთერში გასულ შალვა რამიშვილისა და ანანია გაჩეჩულაძის ფარულ ჩანაწერს.

“არაპოპულარულ რამეს დავწერ. შალვა რამიშვილთან პრე-ინტერვიუზე საკუთარი ნებით მისული ანანია გაჩეჩილაძის ორსაათიანი ჩანაწერი უხამსია, რამიშვილის აქამდე გამომზიურებულ ყველა სიგოიმეს ადასტურებს, მაგრამ სექსუალური შევიწროვების მტკიცებულებებს მანდ ვერ ვხედავ.

პრეზერვატივების პროვოკაციულად კრეატიულ ბიზნესს თუ აფუძნებ და ამ სტატუსით შალვა რამიშვილის ტელეშოუში აპირებ მისვლას, “დირთი თოქინგისთვისაც”  (ბინძური საუბრები) უნდა იყო მზად.

წარმატებული ჟურნალისტური გამოძიება იქნებოდა, თუ შალვას მოქმედი კოლეგა პირმშვენიერი სექს-მონები ალაპარაკდებოდნენ, მაგალითად”- წერს ირაკლი აბსანძე.

მოისმინეთ ჩანაწერი, რომელიც 2018 წლით თარიღდება:

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *