გლობალური აქციის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაცია 1 საათის მანძილზე ჩაბნელებული იყო

275
ნახვა/წაკითხვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი”.

გლობალური აქციის ფარგლებში დღეს, 20:30-დან 21:30 საათამდე მთავრობის ადმინისტრაციაში განათება გამოირთო.

„დედამიწის საათი” გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც
მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

IMG.GE