26/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ჭკუადაკარგული და აბსოლუტურად უვიცები არიან დღევანდელი პროტესტანტები, ესენი არიან სამარცხვინო ახალგაზრდები – დემურ გიორხელიძე

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი
შრიფტის ზომა:

ჭკუადაკარგული და აბსოლუტურად უვიცები არიან დღევანდელი პროტესტანტები, ესენი არიან სამარცხვინო ახალგაზრდები, საბედნიეროდ ძალიან მცირე ნაწილი ქართველი საღი ახალგაზრდებისა”- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგე იმ ახალგაზრდებს, ვინც საპროტესტო აქციებში იღებენ მონაწილეობას.

დემურ გიორხელიძის შეფასებით, ესენი არ არიან ქართველი ახალგაზრდების სახე – ესენი არიან ძალიან მცირე ნაწილი, რომლებიც უბრალოდ მოტყუებულები და უვიცები არიან და აყოლილი არიან ცალკეული ადამიანების იდეოლოგიას.

“ეს არ არის ქართული ახალგაზრდობა,  ეს არის დამპალ უნივერსიტეტებში, დამპალი საშუალო და უფროსი თაობის ფულზე დახამებული ეგრედწოდებული პროფესურის საქმიანობის შედეგი, ესენი არიან მოტყუებულები, მე ახალგაზრდებს ცუდად არ მოვიხსენიებ, რადგან ეს მათი ტრაგედიაა. დაგენგრევათ თავზე ეს დამპალი იდეოლოგია, თქვენ ხართ მოტყუებული”– განაცხადა დემურ გიორხელიძემ 17 აპრილს,  გადაცემა “ახალ პარადიგმაში” თენგო ომანიძესთან სტუმრობისას.