ბოლო ამბები
17/09/2024

დეპუტატ გია ცაგარეიშვილის ქალიშვილი გმობს კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

გაზიარება

“ქართული ოცნების” დეპუტატ გია ცაგარეიშვილის ქალიშვილი გმობს კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ამის შესახებ ირო ცაგარეიშვილი ფეისბუქზე წერს:

“მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს – ჩვენ ავტომატურად, უკითხავად, უსიტყვოდ არ მოგვწონს, 2×2.

ოდესმე ხომ მოკვდებით. და თქვენს სიკვდილსაც ხომ ვიზეიმებთ. და ოდესმე ხომ დაინგრევა თქვენი იმპერია, ჩვენს დროს თუ ჩვენი შვილების დროს, არ აქვს მნიშვნელობა. და ხომ გავთავისუფლდებით თქვენგან, თქვენი გავლენებისგან, თქვენი მოწონებული საქციელებისგან. მაგ დღეზე ოცნებით იმდენი ადამიანი ვცხოვრობთ, რომ ახდება.”- წერს ირო ცაგარეიშვილი.

განახლება: 20 აპრილის მდგომარეობით, ფეისბუქ პოსტი აღარ იძებნება

სხვა ამბების წაკითხვა