კვოტები დააბრუნეთ ფარჩაკებო”- განაცხადა ბაია პატარაიამ 20 აპრილს, ქალთა მარშის სახელწოდებით, პარლამენტის წინ გამართულ შეკრებაზე. მისი თქმით, საქართველოს ქალები ირჩევენ ევროპას და ამბობენ “არა რუსულ კანონს”.
“საქართველოს ქალები ხმას მივცემთ მხოლოდ იმ პარტიას, რომელიც დაგვპირდება და შეგვიყვანს ევროკავშირში. ევროკავშირი ქალების და ქართველი ხალხის არჩევანია” – განაცხადა ბაია პატარაიამ.
რაც ეხება ქალთა კვოტირებას, ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა გააუქმა ქალთა კვოტირების წესი, რაც გულისხმობდა პოლიტიკაში 50 პროცენტით ქალისა და 50 პროცენტით მამაკაცის თანაბარ ჩართულობას.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს