მსახიობი და “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი განმარტებას აკეტებს დაანონსებულ შეკრებაზე, რომლის შესახებ ინფორმაციაც მან გააჟღერა გადაცემა “უცნობის კიდობანში.”
მოვდივარ იმიტომ რომ:
მოვეფერო და სიყვარული ავუხსნა ჩემს ქვეყანას.. დავინახოთ და პატივისცემა და ძალა ვიგრძნოთ ერთმანეთის.. არავინ გაბედოს ამდენი სიბილწის, ვერაგობის და ღალატის გაფიქრება ჩვენი სახელით..
ჩვენ ბედს ჩვენ თვითონ ვწყვეტთ.. შემცირდეს ეს დამღუპველი აგრესია და გაუცხოება.. ავიცილოთ ყველა ის მზაკვრული ჩანაფიქრი მომართული ჩვენი ქვეყნის მიმართ..
შევინარჩუნოთ წონასწორობა რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის და თავისუფლების ხელყოფა.. საზოგადოების ხმა იქცეს კამერტონად..
ვილაპარაკოთ სიმართლე..
დავძლიოთ ნიჰილიზმი და უიმედობა.. არ გავატაროთ ამდენი უსამართლო შეურაცხყოფა და საკადრისი პასუხი გავცეთ..მზად ვართ ნებისმიერ ქვეყანასთან,ერებთან თუ ხალხებთან სამეგობროდ და სათანამშრომლოდ,ოღონდ არა საკუთარი თავისა და იდენტობის გაქრობის ხარჯზე..ჩვენ ვაერთიანებთ და არ ვყოფთ და ვანაწევრებთ საზოგადოებას..
ეს გზავნილი იყოს შინ თუ გარეთ.. ,,ყველამ გაიგოს,ყველამ იცოდეს”..
ჩვენ ვერ ვიხედნებით და ვერავის უნაგირს ვერ ვიგუებთ.. სუფთა ვიყო სინდისთან და უპირობო პატივისცემა გამოვხატო ჩემი ქვეყნის მიმართ..მოგვიწევს ყველასთვის იმის შეხსენება, რათა მიიღოს და აღიაროს საქართველო ისეთი,როგორიც ის ღმერთმა დალოცა და გააჩინა და ნურც ნურვის მოუვა აზრად მისი გადასხვაფერება..
ჩვენი გამოსვლის დროა!!! აი,ამიტომაც ვამბობთ მოვდივარ”- წერს ზაზა პაპუაშვილი.