22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

პოლონურ კომპანიაში დასაქმებულმა ტრაილერის ქართველმა მძღოლებმა მასშტაბური გაფიცვა გამოაცხადეს

მულტი მედია•
სარეკლამო ბანერი

პოლონურ კომპანიაში დასაქმებული ტრაილერის ქართველი მძღოლები გაიფიცნენ და მუშაობის გაგრძელებას იქამდე არ აპირებენ, სანამ მათ მიმართ არსებული დავალიანება არ დაიფარება.

ახლა ისინი ევროპის სხვადასხვა ქალაქში არიან გაჩერებულები.

როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ Multimedia.ge-ს განუცხადა, გაფიცულთა რაოდენობა 200-ს აღწევს, აქედან 140-მდე ქართველია.

ისინი უარს ამბობენ მუშაობის გაგრძელებაზე და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, რათა კუთვნილი ანაზღაურების მიღება შეძლონ.

მათი ცნობით, გაფიცულთა ნაწილმა კომპანიისგან მიიღეს მუქარები, ნაწილს კი უთხრეს, რომ გარკვეულ თანხას გადაუხდიან, თუმცა არა იმდენს, რასაც ისინი ითხოვენ.

პოლონური კომპანია ქალაქ კრაკოვში მდებარეობს და ის ახორციელებს ტრაილერით ტვირთების გადატანას ევროპის მასშტაბით.

https://dai.ly/k5D85tNNV58ONAyWR1s