22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობიდან გათავისუფლდა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ის პრეზიდენტმა 1 კვირის წინ შეიწყალა, თუმცა, იურიდიული პროცედურების გამო დაუყოვნებლივ გათავისუფლება არ მოხდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ციხეში მის მიმართ არ ყოფილა ცუდი დამოკიდებულება და ნორმალურ პირობებში იყო. გრიგორიადისი აპირებს, რომ კვლავ შეუერთდეს საპროტესტო აქციებს, რომელიც გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ იმართება.

კითხვაზე, თუ რა უჭირდა ყველაზე მეტად ციხეში ყოფნისას, მან თქვა, რომ ეს იყო მუსიკის გარეშე ყოფნა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ვერ მოახერხებს კანონის მიღებას.