ბოლო ამბები
მაისი 21, 2024

მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საკუთარი საჩივარი გამოითხოვა

აპრ29,2024
გაზიარება

გვაქვს სრულ შეუსაბამობასთან საქმე, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილის ადვოკატმა 18 აპრილს მისწერა სტრასბურგის სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოეთხოვათ სარჩელი და ამავე წერილში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო.

„ეს არის თავად მათი წინადადება. ხოლო უკვე 25 აპრილის რეზოლუციის ტექსტში ნახსენები არის და მოთხოვნილია, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს ჰუმანიტარული მიზნით და გადაყვანილი იყოს უცხო სახელმწიფოში სამკურნალოდ. აქ რა თქმა უნდა, გვაქვს სრულ შეუსაბამობასთან საქმე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისი შეფასებით, ეს ყველაფერი რეზოლუციის ამ პუნქტის ტენდენციურობას მოწმობს.

„ეს ყველაფერი ნათლად მოწმობს, რომ რეზოლუციის მინიმუმ ეს პუნქტი არის საკმაოდ ტენდენციური და მოწმობს იმ ფაქტსაც, რომ ევროპარლამენტის წევრებსაც არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია. მეტსაც ვიტყვი – მათზე დიდი გავლენა იქონია როგორც ჩანს, იმ დეზინფორმაციამ, რომელსაც ავრცელებს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძარაობა“. საზოგადოებამ იხილა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულის დედა და მისი კიდევ ერთი მხარდამჭერი იმყოფებიდნენ ევროპარლამენტში რამდენიმე დეპუტატთან ერთად, რომლებიც მისი აქტიური მხარდამჭერები არიან. ეს რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია, ვისი მხარდამჭერები იქნებიან, მაგრამ თავად რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტები გაუმყარებელი და ამას მოწმობს თუნდაც, სააკაშვილის მიერ თავად გაგზავნილი წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა