22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ამდენი წელი მათ უნდათ, მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ვერ ამბობენ, ვინ და სად მოვკალი – მიხეილ სააკაშვილი

მულტი მედია•
სარეკლამო ბანერი

„ამდენი წელი მათ უნდათ, მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ვერ ამბობენ, ვინ და სად მოვკალი. გირგვლიანის საქმე კი იყო შეწყალებაზე მიბმის საქმე, თავიდან ბოლომდე შეთითხნილი.”– წერია მიხეილ სააკაშვილის სახელით გავრცელებულ პოსტში.

“სწორედ ამიტომ მიწოდებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურ პატიმარს. ამ ბანდის შიზოფრენიამ უკვე უმაღლეს წერტილს მიაღწია და, მგონი, არავის ეპარება ეჭვი, რომ მე ვერ ვიპოვი სამართლიანობას.

ერთადერთი, ვინც ჩემს დროს ქართულმა სახელმწიფო ძალებმა დახოცეს ასობით, იყვნენ ის რუსი ინტერვენტები, რომელთაც 2008 წელს გადმოკვეთეს ჩვენი საზღვარი. სწორედ ამათ ხოცვაზე საუბრობს ბოლომდე რუსი პრემიერი. სწორედ განადგურებული მომხვდურების ჭირისუფალ მთავრობასთან გვაქვს საქმე.

ამათ დაიწყეს ჩემი აბსურდული ბრალდებებით მათი მმართველობა და ამთავრებენ იგივეთი“, – წერს სააკაშვილი.