ბოლო ამბები
01/12/2024

დადასტურდა ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა

გაზიარება

დადასტურდა ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მთებში ნისლიან ამინდში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა,  დაღუპულთა შორის არის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი.

კვირას სასიკვდილო კატასტროფაში რაისისა და ამირ-აბდოლაჰიანთან ერთად იყვნენ ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი და სხვა ოფიციალური პირები და მცველები.

ირანის საინფორმაციო სააგენტო Mehr-მა ასევე დაადასტურა ყველა იმ მგზავრის დაღუპვა, ვინც პრეზიდენტის ვერტმფრენით მგზავრობდა.

ქვეყანაში 5 დღიანი გლოვა გამოცხადდა.

სხვა ამბების წაკითხვა