ბოლო ამბები
10/09/2024

არჩილ გამზარდიას თქმით, პიროტექნიკის აკრძალვა საბჭოური აქტია

გაზიარება

არჩილ გამზარდია ეხმიანება არმაზ ახვლედიანის საკანონმდებლო ინიციატივას პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ეს არის საბჭოური აქტი. ამის შესახებ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:

პიროტექნიკის აკრძალვის იდეა ოპოზიციონერებისგან, გულისხმობს სახელმწიფოს და ხელისუფლების კიდევ მეტ ჩართვას და კიდევ მეტ გაძლიერებას, რაც არაგონუვრულიცაა და გაუგებარიც.

საფრთხე ნებისმიერ ნივთს შეიძლება ახასიათებდეს არასწორი გამოყენების დროს, მაშინ შეგიძლიათ ყველაფრის აკრძალვა მოითხოვოთ და ყველაფერი სახელმწიფოს დაუქვემდებაროთ. ეს კი აბსურდულია.

თავისი არსით, ასეთი მოთხოვნა საბჭოური აქტია, როდესაც ყველა როლში გამოდის სახელმწიფო და რაიმე სტანდარტში კი არ აქცევს, მაგალითად, ვარგისიანობა, ვადების დაცვა, გაყიდვებში არასწრულწლოვანობის ფაქტორი ან სხვა… არამედ, უბრალოდ კრძალავს.

მსგავსი კანონპროექტები იგივე ზედაპირული პოპულიზმია, როგორც ღარიბაშვილის პოპულიზმი რეკლამების შეზღუდვებთან დაკავშირებით, ვითომდა აზარტული თამაშების შეზღუდვის მიზნით.

იმედი მაქვს, ოპოზიცია ამ საბჭოურ აქტს უკან გაიწვევს როგორც გაუგებარ და ზედაპირულად პოპულისტურ ინიციატივას და მომავალშიც, საკანონმდებლო ინიციატივებს მეტი სიფრთხილით მოეკიდება.”– წერს გამზარდია

შეგახსენებთ, ანა ნაცვლიშვილი და  არმაზ ახვლედიანი “პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ” კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში დააინიცირებენ, რომელიც ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციისა და გამოყენების აკრძალვას.

გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკისა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში, ხოლო სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.

.

სხვა ამბების წაკითხვა