ბოლო ამბები
13/09/2024

არ ვაპირებთ გაგიტაროთ თქვენი არცერთი ამორალური გამოხტომა – ლევან მაჭავარიანი ნაც.მოძრაობას

გაზიარება

“არ ვაპირებთ გაგიტაროთ თქვენი არცერთი ამორალური გამოხტომა. კარგად იცოდეთ, რამდენი მცდელობაც გექნებათ გამოავლინოთ თქვენი ფაშისტური ზრახვები, რამდენჯერაც ეცდებით ჩვენზე, განსაკუთრებით კი ჩვენი ოჯახის წევრებზე და მხარდამჭერებზე რაიმე სახის ბინძურ ზემოქმედებებს, ზუსტად იმდენჯერ მიიღებთ უმკაცრეს რეაგირებას ჩვენგანაც და საზოგადოებისგანაც.”- განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა ლევან მაჭავრიანმა 1-ლ ივნისს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

“საზოგადოებას კი ვპირდებით, რომ ჩვენ ვიქნებით ამ ქვეყანაში მშვიდობის, გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის გარანტი, ვერავინ შეძლებს ქვეყანა ჩაითრიოს ისეთ მოქმედებებში, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს. ყველამ კეთილი ინებოს და შეეგუოს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოშივე მიიღება”– განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სხვა ამბების წაკითხვა