თეა თუთბერიძის თქმით, ადამიანები, რომლებიც 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე, არიან საბჭოთა მენტალობის, გაუბედურებული და დაჩაჩანაკებულები, რომლებიც 20 წელში გადაშენდებიან, ხოლო ვარდების რევოლუციის შემდეგ დაბადებული თაობის იქნება საქართველო.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა 17 მაისს:
მოდი მოკლედ შევაფასოთ რა აჩვენა ამ ბოლო მოვლენებმა:
1) ვარდების რევოლუციის შემდეგ დაბადებული ბავშვები რომლებმაც სკოლებში ისწავლეს ინგლისური და მეტ-ნაკლებად თავისუფალი აზროვნება, დაიზარდნენ და მათთვის რუსეთი მტერი, განუვითარებელი ქვეყანა და ჭაობია. მათ იქ არ უნდათ. ასევე, რუსული პროპაგანდა მათ ტვინებზე აღარ მოქმედებს რადგან მათ მატივად შეუძლიათ გადაამოწმონ ინფორმაცია.
2) ეს თაობა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალია რომელიც საქართველოს არა მხოლოდ ნატოში და ევროკავშირში შეიყვანს, არამედ მას ნატოს და ევროკავშირის ღირსეულ წევრად აქცევს
3) დღეს ვინც რუსთაველზე იკრიბება (თუ სადაც იკრიბებიან) ეს საბჭოთა მენტალობის დაჩაჩანაკებული და გაუბედურებული ნაწილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა, წარმავალია. კიდევ ერთი 20 წელი და ისინი გადაშენდებიან ისე როგორც დინოზავრები, აღარ იარსებებენ.
4) ეს ხელისუფლებად წოდებული მონები ისტორიაში შევლენ როგორც სერო ორჯონიკიძე და ლავრენტი ბერია შევიდნენ და მათ მომავალ თაობას შერცხვება იმის თქმა თუ ვინ იყო მათი ბებია-ბაბუა და მათ საფლავზე გასვლის სურვილიც კი არ ექნება.
5) დასავლეთმა გაიღვიძა და ის რუსეთისთვის საქართველოს და უკრაინის დათმობას არ აპირებს.
6) საქართველო და უკრაინა ამ ბრძოლაში რომელიც დღეს გვიწევს ორივე გაიმარჯვებს, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი შრომა და ბრძოლა გველის მაგრამ გავიმარჯვებთ სახელოვნად!
7) ჩვენი ქვეყანა გახდება პატარა, ლამაზი და განვითარებული ევროპული სახელმწიფო. ასევე იქნება უკრაინაც
P.S. რუსეთს რაც დაემართება მაგის პროგნოზირება არც ისე რთულია და ახლა მაგის საწერად დროს არ დავხარჯავ.”– წერს თუთბერიძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს