ბოლო ამბები
15/10/2024

ღამის 3 საათზე დედაჩემთან აკაკუნებს ვიღაც ტიპი და მეუბნება, კარი გამიღე და ციტრამონი დამალევინეო – ვიკა ბუკია

გაზიარება

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლების ცნობით, ხელისუფლების დავალებით, მათი დაშინება და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს, როდესაც უცხო ადამიანები ურეკავენ ან პირდაპირ სახლებში აკითხავენ.

ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე წერს ტელეწამყვანი ვიკა ბუკია.

“ღამის 3 საათზე (ზუსტად 03: 15), დედაჩემთან აკაკუნებს კარზე. გამოვთაყვანდი. ნელა აკაკუნებდა, ბრახუნის გარეშე. მე, მაშო და დედა ვიყავით. ვიღაც ტიპი დგას ჰუდში და მეუბნება გოგონა თავი მტკივა, კარი გამიღეო და ციტრამონი დამალევინეო. მე თქი ჰა? რომელი საათია? რა ციტრამონი?  კარგი რატომ მეჩხუბებიო, წამალი გთხოვეო, უიმე, წავალო.. რა თქმა უნდა, კარი არ გავაღე და 2 წუთში რეკავს ტელ (აღარ ვიღებ ხოლმე, რამეთუ მკიდია, მაგრამ ამჯერად ავიღე) და ტიპი მეუბნება ზრდილობიანი ხმით – ქალბატონო ვიკა, დაისჯებით უზრდელობისთვისო და მაგინა,  ოღონდ აქვე დავძენ, რომ საერთოდ არ მეშინია.”- წერს ბუკია.

სხვა ამბების წაკითხვა