ბოლო ამბები
01/12/2024

შეიძლება, იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც არ ვთანხმდებით პარტნიორებთან, ამას სჭირდება დიალოგი, ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ

გაზიარება

შეიძლება, იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც არ ვთანხმდებით პარტნიორებთან, ამას სჭირდება დიალოგი, ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა  2 ივნისს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა, გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომლებიც ვთანხმდებით, გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ევროპასთან. შეიძლება, იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც არ ვთანხმდებით, ამას სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ეს გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა