ბოლო ამბები
ივნისი 19, 2024

მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება – კახა კალაძე

ივნ3,2024
გაზიარება

„როგორ შეიძლება, სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იღებენ კანონს და ამის უფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის შესაბამის კითხვას სანქციების მოლოდინთან დაკავშირებით.

„პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ. არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული, იმიტომ, რომ არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ. როგორ შეიძლება სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იღებენ კანონს და ამის უფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა, მაგალითად, დეპუტატებს და ხელისუფლებას, რომელიც დღეს წარმოდგენილია მთავრობის სახით და მართავს ქვეყანას. როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე გამოიცეს სანქციები, როდესაც იღებ კანონს შენს ქვეყანაში. ხომ წარმოუდგენელია უბრალოდ.

ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება. პირიქით, ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები, კიდევ უფრო მეგობრული გავხადოთ, პარნიორობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ამ შემართებით გავაგრძელოთ სვლა ევროპისა და ევროპული მომავალისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა