ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება თაკო ჩარკვიანის გავრცელებულ იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ის პოლიტიკურ პარტიას ქმნის:
“ძვირფასო ფბ მეგობრებო – 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო რომ მერე ვინმემ არ თქვას რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“
ვწერ – აბსოლუტურად ყველა, გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა – მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული”– წერს ნიკა გილაური.
ამ თემაზე:
https://multinews.ge/?p=1292