ბოლო ამბები
16/09/2024

ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ქმედებას საქართველოს მთავრობის ქმედებებზე – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი

გაზიარება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში კვლავ ამბობენ, რომ საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ეხება, აშორებს საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიიდან და შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია მოახდინოს, ახშობს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, ეს ქმედებები ძირეულად ცვლის აშშ-ის ურთიერთობას საქართველოსთან, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა. ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ქმედებას საქართველოს მთავრობის ქმედებებზე“, – განაცხადა მილერმა.

ასევე, მილერს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა: „თბილისის მერმა განაცხადა, რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რომ დასანქცირდნენ და ეს შეცდომაა“.

„ჩვენ ახალი სანქციების პოლიტიკა გამოვაცხადეთ. ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები და ამ საკითხს ასე დავტოვებ, თუმცა მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მათ დაწესებას არ დავაყოვნებთ“, – განაცხადა მილერმა.

სხვა ამბების წაკითხვა