26/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

შალვა ნათელაშვილის თქმით, არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” რომც გაიმარჯვოს, ამას მაინც არავინ არ აღიარებს

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი
შრიფტის ზომა:

შალვა ნათელაშვილის თქმით, არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” რომ გაიმარჯვოს და ხალხმა ხმა მისცეს,  ამას მაინც არავინ არ აღიარებს, რადგან ამ პროცესში  გადამწყვეტი ფაქტორი იქნება გარედან, შესაბამისად, არ იქნება ლეგიტიმაციაც.

ამის შესახებ ნათელაშვილმა 19 ივნისს, ტვ “პირველი”-ს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის კონგრესში საბოლოო ვერდიქტი გამოუტანეს “ქართულ ოცნებას”, როდესაც სანქციები გამოცხადდა და ეს პროცესი კიდევ უფრო გართულდება და სავიზო სანქციებს მოჰყვება უფრო მკვეთრი ნაბიჯები, რაც საბანკო ანგარიშების გაყინვას გულისხმობს.