26/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

გაფრთხილება “მეტრომანი”-ს ბარათის მფლობელებს

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი
შრიფტის ზომა:

“მეტრო სერვის +” მომხმარებლებს აფრთხილებს!

“სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდები და ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეტრომანის შეძენას 1 დოლარად შეძლებთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მეტრო სერვის პლიუსი მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ საეჭვო ვებ გვერდიდან შემოთავაზებული სერვისისგან.

მეტრომანის შეძენა ისევ შესაძლებელია მეტროს სადგურებსა და საბაგირო გზების სალაროებში. ბარათის ღირებულება ერთჯერადად 2.00 ლარს შეადგენს. ბარათი არ არის პერსონალური, შესაბამისად მის ასაღებად რაიმე სახის დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება. ბარათზე თანხის შევსება შესაძლებელია მეტროს ნებისმიერ სადგურში, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის ორივე სადგურში, ვაკე-კუს ტბის საბაგირო გზის ორივე სადგურში და „საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალის საშუალებით.”– ნათქვამია “მეტროსერვის პლუსი”-ს განცხადებაში.