22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა და ინფორმაცია სოციალურ ქსელ “X-ზე” გამოაქვეყნა.

„სამშვიდობო მისია გრძელდება. შემდეგი გაჩერება მოსკოვი“, – წერს ორბანი და მოსკოვის აეროპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

მისი ვიზიტის პროგრამა ჯერჯერობით უცნობია.

ორბანმა ასევე დაწერა, რომ ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობა ვერ დამყარდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობა არ იძლევა მანდატს ბრიუსელის სახელით მოლაპარაკებების საწარმოებლად, ის არ აპირებს ჯდომას და ომის სასწაულებრივად დასრულების დალოდებას.