22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

მოსკოვში, ვიქტორ ორბანი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

კრემლში ვლადიმერ პუტინსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მოხარულია მთავრობის მეთაურის მოსკოვში ხილვით.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა უკრაინაში არსებული სიტუაციის დარეგულირება იყო.

„რა თქმა უნდა, მე მზად ვარ თქვენთან ერთად განვიხილო ნიუანსები ამ საკითხთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ გაგაცნობთ თქვენს პოზიციას, ევროპელი პარტნიორების პოზიციას“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ მზადაა თანამოსაუბრეს მოსკოვის წინადადებების დეტალები წარუდგინოს. ვიქტორ ორბანმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პუტინს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ „ეს შეხვედრა უფრო განსაკუთრებულია, ვიდრე წინა“.