22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / უცხოეთი
უცხოეთი

გაბრიელ ატალი საფრანგეთის პრემიერის თანამდებობას ტოვებს

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

ატალის თქმით, პრემიერ-მინისტრობა მისთვის პატივი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ალიანსმა მოსალოდნელზე სამჯერ მეტი მანდატების რაოდენობა მიიღო, ჩვენ არ გვაქვს უმრავლესობა. ხვალ დილით ჩემი გადადგომის მოთხოვნას პრეზიდენტს გადავცემ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ატალის თქმით, ის პოსტზე იმდენ ხანს დარჩება, რამდენსაც მოვალეობა მოითხოვს.

საფრანგეთში საარჩევნო უბნები დაიხურა. ​​წინასწარი ეგზიტპოლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს, მეორე ადგილზეა მაკრონის პარტია, ხოლო მესამეზე ლე პენის პოლიტიკური გაერთიანება.