“თაღლითები, დღე მეორე. ხელფასები ჩაურიცხეს მხოლოდ 17 თანამშრომელს. რა კრიტერიუმით , ვერ ვხვდები. პარტიის ოფისიდან შემოუთვალეს ხალხს, კონტრაქტებში სამსახურის დაწყების ვადები არეულია და ვასწორებთო.
თითოეულმა ადამიანმა იცის, როდის დაიწყო მუშაობა და ზუსტად ეგ თარიღები უწერიათ კონტრაქტებშიც. და მეორე, ადამიანმა აიღო წინა თვეში ხელფასი! და მათთვის ივნისი მეორე თვეა და მათ არ აძლევთ ხელფასს!
ანუ წინა თვეში კარგად იყო ყველაფერი და ახლა აირია თარიღები? რა ვადებს ამოწმებთ, ჩლუნგებო? დააბოლეთ”თაობები საქართველოსთვის” წევრები (ორნი ხართ სულ) და ხალხს მიეცით კუთვნილი ანაზღაურება. არ გავჩერდები!!
ჰო, კიდევ რეორგანიზაცია გამოუცხადებიათ, კომპენსაციების გაცემა არ უნდათ. დანარჩენს ხვალ მოვყვები, ზეგაც და ყოველდღე, სანამ ყველა არ მიიღებს იმას, რისი ღირისაცაა!”- წერს ნანა ლეჟავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ტვ 24 საცდელი მაუწყებლობით 2024 წლის 10 ივნისს გავიდა ეთერში, რომლის დირექტორიც და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანიც ნანა ლეჟავა იყო, თუმცა, არხზე არსებული შიდა დაპირისპირების გამო, მან თანამდებობა დატოვა და ტელევიზიის მენეჯმენტს ღიად დაუპირისპირდა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს