22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / უცხოეთი
უცხოეთი

არსად არ მივდივარ, ვაპირებ, არჩევნებში მონაწილეობა მივიღო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ – ჯო ბაიდენი

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ვაპირებ, არჩევნებში მონაწილეობა მივიღო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დეტროიტში შეკრებილი მომხრეებისთვის მიმართვისას განაცხადა.

ბაიდენის თქმით, აპირებს, კიდევ ერთხელ დაამარცხოს ტრამპი.

„თქვენ ალბათ შეამჩნიეთ, რომ ამ ბოლო დროს ბევრი სპეკულაცია იყო. რას აპირებს ჯო ბაიდენი? აპირებს თუ არა დარჩეს რბოლაში? ის აუცილებლად წავა. აი, ჩემი პასუხი: მე ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე არ ვაპირებ ამის შეცვლას. მე ვარ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი. მე ვაპირებ, კიდევ ერთხელ დავამარცხო ტრამპი. ტრამპი ამ ერისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა ბაიდენმა.