ბოლო ამბები
26/01/2025

სასტუმრო “ამბასადორში” ხანძარი ლოკალიზებულია

გაზიარება

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

“ამ დროისთვის, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 16 სახანძრო ეკიპაჟი, მეხანძრე-მაშველების სწრაფმა და ოპერატიულმა მოქმედებამ მოგვცა საშუალება, რომ დროულად მომხდარიყო ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ უკვე – ლიკვიდაცია. იყო ცეცხლის გვერდზე მდგომ შენობებზე გადასვლის საფრთხე, რაც მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს”, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

სხვა ამბების წაკითხვა