22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

9 წლიანი ძებნის შემდეგ, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

9 წლიანი ძებნის შემდეგ, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებული და დაუსწრებლად გასამართლებული პირი დაკავებულია. 38 წლის ფარიდ გურბანოვი თურქეთში, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გადაცემული ოპერატიული ინფორმაციისა და შუამდგომლობის საფუძველზე აიყვანეს.

ამ ინფორმაციას ადასტურებს ახლადარჩეული მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან ისაუბრა საქმის მცირე დეტალებზე.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2015 წელს, საკუთარი სახლის სადარბაზოში შეკვეთით მოკლეს. ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ დგას ამ მკვლელობის უკან.

უახლოეს პერიოდში მოხდება მკვლელობაში ბრალდებულისა და მსჯავრდებულის საქართველოში გადმოყვანა.

ფოტოზე: მკვლელობაში ბრალდებული ფარიდ გურბანოვი.