22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / უცხოეთი
უცხოეთი

ბაიდენის ოჯახმა მისი საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის გეგმის განხილვა დაიწყო – NBC NEWS

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ოჯახის წევრებმა მისი საპრეზიდენტო კამპანიიდან გასვლის გეგმაზე მსჯელობა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News ოჯახის ორ ახლობელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოჯახში საუბრის მთავარი თემა არის ის, თუ როგორ უნდა გავიდეს რბოლიდან ბაიდენი ისე, რომ მისი „დემოკრატიული პარტია“ არ დაზარალდეს, აღმოჩნდეს უკეთეს მდგომარეობაში და მათმა ახალმა კანდიდატმა შეძლოს „რესპუბლიკელების“ დონალდ ტრამპის დამარცხება.

თეთრი სახლის წარმომადგენელი ენდრიუ ბეითსი კი  უარყოფს ამ ინფორმაციას.

„ასეთი რამ არ ხდება. წერტილი!“, – თქვა ბეითსამ და ურჩია ჟურნალისტებს,  შეინარჩუნონ ბაიდენისადმი რწმენა.