ბოლო ამბები
10/12/2024

TV “პირველი” ქონების დაყადაღების და იძულებითი აუქციონის მოლოდინშია

გაზიარება

TV “პირველი” ქონების დაყადაღების მოლოდინშია. ეს კი იმ შემთხვევაში, თუ არ გადაიხდიან მათზე დაკისრებულ ჯარიმას.

შეგახსენებთ, 2022 წლის ნოემბერში სასამართლომ „ტვ პირველის“ წამყვან  მაია მამულაშვილს, კახა კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა და ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზედა ინსტანციებმა ძალაში დატოვეს – უზენაესმა სასამართლომ კი  საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის ნოემბერში მიიღო.

კახა კალაძე მორალური ზიანისთვის 100 ათას ლარს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ 15 ათასი ლარის დაკისრების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის მერი “ტვ პირველის” წამყვანს პირდაპირ ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო ედავებოდა.

ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ მათ ამ თანხის გადახდა არ შეუძლიათ, შესაბამისად, აღსრულების ბიუროს მიერ მოხდება შესაბამისი ღირებულების ქონების აღრიცხვა და აუქციონზე იძულების წესით გაყიდვა.

მელაძის თქმითვე,  ეს არის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, ხელისუფლების სადამსჯელო ღონისძიება, რომელიც წინასაარჩევნოდ მათ გაჩერებას ისახავს მიზნად.

სხვა ამბების წაკითხვა