მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელ გიორგი ჩალაძის თქმით, მის წინააღმდეგ ტერაქტი იგეგმებოდა. ამის ვარაუდის საფუძველს კი აძლევს მისი მანქანის ბენზინი მილის გადაჭრა, რა დროსაც საწვავი იღვრებოდა და რომ არა დროული რეაგირება, ავტომობილი აფეთქდებოდა.
ჩალაძე ამბობს, რომ ეს არის დაგეგმილი აქტი და არა შემთხვევითობა. ის ასევე საუბრობს მის მიმართ მუქარაზე.
“დაზიანება ნანახია და გამორიცხულია შემთხვევითობა. პროფესიონალის ნამუშევარია.
იგეგმებოდა ტერაქტი ჯგუფის მიერ. ადევნების შედეგად ზუსტად იცოდნენ გადაადგილების მარშუტი.
მსხვერპლი მარტო მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი არ ვიქნებოდით. აფეთქება დააზიანებდა გარშემო მყოფებსაც.
მადლობა ყველას, ახლა ეს ამბავი ბოლომდე არის მისაყვანი. ორგანიზატორის დაკავების დრო დადგა.
მინდა ძალიან მკაფიოდ და გასაგებად იცოდეს ორგანიზატორმა-ვერ შემაშინებ მიიღებ ზუსტად იმას რისი არიდებაც ასე ძალიან გსურს.”- წერს გიორგი ჩალაძე.