ბოლო ამბები
12/12/2024

ნატო -ს თანამშრომლებს “ტიკტოკი”-ს გამოყენება აეკრძალათ

გაზიარება

ნატო-მ ოფიციალურად აუკრძალა თანამშრომლებს სოციალური მედიის აპლიკაციის TikTok-ის ჩამოტვირთვა/გამოყენება.

როგორც CNN იტყობინება, ამის მიზეზია უსაფრთხოება და ინფორმაცია, რომ ჩინეთის მთავრობა პირად მონაცემებს იყენებს საკუთარი მიზნებისთვის.

ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თანამშრომლებს პარასკევს დილით შენიშვნა გაუგზავნეს აკრძალვის შესახებ.

„კიბერუსაფრთხოება ნატოს მთავარი პრიორიტეტია.  TikTok მიუწვდომელია ნატოს მოწყობილობებზე“, განუცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა CNN-ს.

ნატო არის უახლესი სამთავრობო ორგანო, რომელმაც აკრძალა აპლიკაცია იმის გამო, რომ ჩინეთის მთავრობას შეეძლო ჰქონდეს წვდომა TikTok-ის მომხმარებლების მონაცემებზე მისი ჩინური მშობელი კომპანიის Bytedance-ის მეშვეობით.

შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, ევროპარლამენტმა და სხვა ქვეყნებმა უკვე აკრძალეს აპლიკაცია მთავრობის მიერ გამოშვებულ მოწყობილობებზე.

TikTok-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შოუ ჩუმ ხაზგასმით მიმართა ამერიკელ კანონმდებლებს ამ თვის დასაწყისში, რომ კომპანია სრულიად დამოუკიდებელია პეკინისგან და თქვა, რომ მას „არ უნახავს მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთის მთავრობას აქვს წვდომა ამ მონაცემებზე.

სხვა ამბების წაკითხვა