ბოლო ამბები
ივნისი 14, 2024

ხელისუფლებას რისი გაკეთებაც შეუძლია, ეს არის სრული და უპირობო ორმხრივი ამნისტირება – გია ხუხაშვილი ლაზარე გრიგორიადისზე

აპრ2,2023
გაზიარება

გია ხუხაშვილის პოზიცია 21 წლის აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე.

“ჩაიდინა, თუ არა დანაშაული ლაზარე გრიგორიადისმა? ალბათ ჩაიდინა.
ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტის დაპირისპირების ინიციატორი იყო ხელისუფლება, რომელიც გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან. მან თვითონ დააყენა საკუთარი თავი კანონს მიღმა, შესაბამისად დაკარგა ძალის გამოყენებაზე მონოპოლიის უფლება და იქცა ერთ ჩვეულებრივ მოძალადედ.

ამ დროს საზოგადოებას აქვს თავდაცვის უფლება. უფლება, აიძულოს ხელისუფლება დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში.

სწორედ ეს მოხდა – ხელისუფლებამ უარი თქვა ძალადობის გაგრძელებაზე, უკან დაიხია და აღდგა კონსტიტუციური წესრიგი, ანუ მან დაიბრუნა ძალის გამოყენებაზე მონოპოლიის უფლება.

რით უნდა დასრულებულიყო ეს ისტორია?

რადგან დანაშაული ატარებდა ორმხრივ ხასიათს, უფრო მეტიც, ხელისუფლების პოლიტიკური დანაშაული ბევრად უფრო მძიმე ხასიათს ატარებდა, მინიმუმი რისი გაკეთებაც მას შეუძლია, ეს არის სრული და უპირობო ორმხრივი ამნისტირება.
მადლობაც უნდა თქვას, თუ საზოგადოება, რომელსაც მომავალს ართმევდნენ, ამაზე დათანხმდება.”- წერს გია ხუხაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა