ბოლო ამბები
12/12/2024

დაკარგული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს

გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

არჩილ ბადრიაშვილი 34 წლის იყო, ის 3 მთამსვლელთან ერთად მწვერვალ შხელდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. დანარჩენი 3 ადამიანი მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს.

სხვა ამბების წაკითხვა