პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონ ვახტან ახობაძეს აეროპორტში არავინ არ დახვდა და სახლამდე ავტობუსით წავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქ მომხმარებელი ქეთევან მუსელიანი ავრცელებს, რომელიც მისი ერთადერთი გულშემატკივარი აღმოჩნდა ადგილზე.
“ამ პოსტის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ბატონი ვახტანგის გახარება! როდესაც გავიცანი საოცრად გავბედნიერდი, სიკეთით და სიყვარულით სავსე ადამიანი გახლავთ. გაცნობის შემდეგ თავის თანაგუნდელ ბიჭთან ერთად წავიდა… ვიფიქრე, ქუთაისში მანქანით მიდიოდნენ.
მეორე დღეს გავიგე, რომ ქუთაისამდე ავტობუსით წასულა. რომ მცოდნოდა ავტობუსით აპირებდა წასვლას, აუცილებლად მანქანით წავიყვანდი, არ უთქვამს არაფერი.
ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა და როცა მახსენდება მეტირება… ამ ვიდეოში ჩანს, რომ მხოლოდ მე და დედა დავხვდით აეროპორტში. ასეთ გენიალურ, თავმდაბალ ადამიანს. მსოფლიო ჩემპიონს, რომლითაც მთელი ქვეყანა ვამაყობთ და ვიამაყებთ მუდამ.
უზომოდ მინდა, რომ სათანდოდ დავაფასოთ. გთხოვთ, სადაც მიგვიწვდება ხმა, ან ვინც წაიკთხავთ ამ პოსტს, ვაჩუქოთ საჩუქრები, გავახაროთ, რასაც ეს ადამიანი ყველაზე მეტად იმსახურებს! მე მჯერა, რომ ადამიანები იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, გავულამაზოთ დღეები”- წერს ქეთევან მუსელიანი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს