ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აღიარებს, რომ ნანობს, როდესაც დაემორჩილა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, ცენზურის ქვეშ მოექცია გარკვეული მასალები სოციალურ ქსელში, რომელიც შეეხებოდა კოვიდ-19-ის პანდემიას. ცუკერბერგის თქმით, ეს იყო არასწორი და მომავალში აპირებს, რომ გაუწიოს წინააღმდეგობა ასეთ ზეწოლას.
ამის შესახებ ცუკერბერგი საუბრობს წერილში, რომელიც გაუგზავნა რესპუბლიკელების წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს.
„მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა იყო არასწორი და ვნანობ, რომ არ გამოვხატეთ ეს უფრო ღიად. მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ არ უნდა წავიდეთ კომპრომისზე განხორციელებული ზეწოლის გამო ნებისმიერი ადმინისტრაციის მხრიდან, ნებისმიერი მიმართულებით და ჩვენ მზად ვართ. გავუწიოთ წინააღმდეგობა თუ ეს კვლავ განმეორდება“
ცუკერბერგი კიდევ ერთ აღიარებას აკეთებს და ამბობს, რომ ცენზურა დაუწესდა გამოცემა “ნიუ-იორკ” პოსტის სტატიას, რომელშიც საუბარი იყო ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის შესახებ.
„იმ შემოდგომაზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ “ნიუ იორკ პოსტის” სტატია, რომელიც შეეხებოდა კორუფციაში გარევის ბრალდებებს მაშინდელი დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ოჯახის წევრის მიმართ, ჩვენ გავუგზავნეთ ეს ინფორმაცია ფაქტების გადამმოწმებლებს და დროებით შევზღუდეთ ინფორმაციის გავრცელება, სანამ პასუხს ველოდით ფაქტჩეკერებისგან. მას შემდეგ ნათელი გახდა, რომ ამბავი არ იყო რუსული დეზინფორმაცია და დღევანდელი გადმოსახედიდან ვიაზრებ, რომ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ შევცვალეთ ჩვენი პოლიტიკა და სისტემური პროცესი, რათა დავრწმუნდეთ რომ ეს აღარ განმეორდეს – მაგალითად, ჩვენ დროებით აღარ ვზღუდავთ ამბებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სანამ მივიღებთ პასუხს ფაქტების გადამმოწმებლებისგან“, – წერს მარკ ცუკერბერგი
იხილეთ წერილის ორიგინალი, რომელიც რესპუბლიკელების წარმომადგენელთა პალატის იურიდულმა კომიტეტმა სოციალურ ქსელ “X-ზე გამოაქვეყნა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს