ცოლ-ქმარი, მომღერლები, ბიონსე და ჯეიზი ჯერჯერობით არ იმჩნევენ მსოფლიო სკანდალს, რომელშიც მათი გვარებიც ფიგურირებს. შეგახსენებთ, მსოფლიო მედია მოიცვა სკანდალურმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვით, ცნობილი რეპერი და მუსიკოსი პაფ დედი ეჭვმიტანილია პედოფილიაში, სექსუალურ ძალადობასა და ტრეფიკინგში.
რაც ეხებათ ბიონსეს და მის ქმარ ჯეი ზი-ს, მედიის ცნობით, აღნიშნულ სკანდალში მათი გვარებიც ფიგურირებს, თუმცა, ეს მხოლოდ ვერსიების დონეზე ვრცელდება, შესაბამისად, ვარსკვლავური წყვილი პარიზში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და არ ეხმიანება მიმდინარე ამბებს.
უცხოური მედიის ცნობით, რეპერი პაფ დედი ყოველწლიურად საქველმოქმედო ღონისძიებას მართავდა, სადაც უამრავი ვარსკვლავი იყრიდა თავს, ღონისძიების დასასრულს კი ცალკეული ადამიანები სექსუალურ ორგიებსა და პედოფილიაში იყვნენ ჩართულები.
ასევე, იწერება, რომ წვეულების სტუმრებს სასმელში ნარკოტიკულ საშუალებებს უყრიდნენ, აიძულებდნენ სექსუალურ ორგიებში მონაწილეობას, შემდეგ ამას ვიდეოზე იღებდნენ და აშანტაჟებდნენ.
დაკავებული რეპერი ყველა ბრალდებას უარყოფს, გამოაცხადა შიმშილობა და სასამართლოს სთავაზობს 50 მილიონ დოლარ გირაოს, ასევე პასპორტების ჩამორთმევას და ამის სანაცვლოდ თავისუფლებას, თუმცა, მოსამართლემ მისი არცერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და მომღერალი პატიმრობაში რჩება.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს