22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

16 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა ოფიციალურად გაიხსნება

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

16 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა ოფიციალურად გაიხსნება და ტელევიზიისა და რადიოს სრული შემადგენლობა ახალ სივრცეში გადაინაცვლებს. მშენებლობა 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარეობს.

ტელევიზიის ძველი შენობა კი, რომელიც კოსტავას 68 ნომერში მდებარეობს, უკვე გაყიდულია.

დღეს, მაუწყებლის თანამშრომლებმა ახალი შენობა დაათვალიერეს, სადაც,  სიმბოლურად, ტელევიზიის პირველი თანამშრომელი, ტატო ბარათაშვილი შევიდა, რომელმაც საქართველოს ტელევიზიაში მუშაობა 1957 წელს დაიწყო.

საქართველოს ტელევიზიამ მაუწყებლობა 1956 წლის 30 დეკემბერს დაიწყო.