ბოლო ამბები
02/12/2024

ჩვენ იდიოტები ვართ, ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, დავანგრიეთ ეკონომიკა, დავკარგეთ ტერიტორიები – ალექსეი არესტოვიჩი

გაზიარება

ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, 100 000-მდე დაშავდა. ჩვენ დავანგრიეთ ეკონომიკა, დავკარგეთ ტერიტორიები და ყოველდღიურად უფრო მეტს ვკარგავთ”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ნიკოლაი ფელდმანის იუთუბ არხზე.

„რისთვის გამოვიყვანეთ და დავხოცეთ ჩვენი საკუთარი მოქალაქეები ომში, დემოტივირებულები, ძალადობით მოცულები. რისთვის დავკარგეთ დაღუპული ბავშვები, გავუძელით ამ განადგურებულ ენერგეტიკას და დავუშვით პუტინის წამოდგომა, მაშინ როდესაც შეგვეძლო, გადაგვეწყვიტა ყველაფერი უფრო უკეთესად. ახლა რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, უფრო ცუდ და დასუსტებულ მდგომარეობაში ვართ დიდი დანაკარგებით. რისთვის? ათეულობით ათასი ადამიანია დაღუპული. თითოეულ საფლავზე, შესაძლოა, ეწეროს: რისთვის? და ჩვენ, როგორც ერს, არ გვექნება საერთო პასუხი. ჩვენ იდიოტები ვართ. ჩვენ თავმოჭრილ ტარაკნებზე უარესები ვართ. ჩვენ იდიოტიზმის ფუნდამენტური ნაკრები ვართ. ფართო წარმოსახვა მაქვს, ვიცი ისტორია, მრავალი წელია, ვსწავლობ ფსიქოლოგიას, ვნახე ბევრი ადამიანი, თუმცა რაც უკრაინაში ხდება, აჭარბებს ჩემი წარმოსახვის საზღვრებს. ეს იდიოტიზმზე უარესია. არ ვიცი, რა სიტყვა უნდა გამოვიყენო იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, როგორც ქვეყანა, ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ჩვენ, ყველა ერთად, როგორც საზოგადოება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

სხვა ამბების წაკითხვა