22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

გამოძიება დაიწყო პირზე, რომელმაც ცესკო-ს თავმჯდომარეს საღებავი შეასხა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ნაციონალური მოძრაობის წარმოამდგენელ დავით კირთაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი გამოძიება  დაიწყო, რომელმაც 16 ნოემბერს, ცესკოს თავმჯდომარეს სახეში შავი საღებავი შეასხა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა“, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ფოტოზე: დავით კირთაძე