ბოლო ამბები
19/02/2025

პატრიარქი და საპატრიარქო “ქართულ ოცნებას” გამარჯვებას ულოცავს

გაზიარება

საქართველოს საპატრიარქოს პრეს-სამსახური ავრცელებს წერილს პატრიარქის სახელით, რომელშიც ილია მეორე “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. წერილში ასევე აღნიშნულია ოპოზიციის საპროტესტო აქციების შესახებაც, პატრიარქი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის.

“დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ,,ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.

მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის.

ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით, ამინ!”– ნათქვამია პატრიარქის მისალოც წერილში.

სხვა ამბების წაკითხვა