ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა

1018
წაკითხვა/ნახვა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, 44 წლის გიორგი დეკანოსიძე გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ჰყვება, გვიან ღამით ის გულის არეში ტკივილმა გააღვიძა და გვერდით მყოფ მეგობარს დახმარება სთხოვა, რომელმაც მას წამალი მისცა, გაუზომეს წნევაც, თუმცა პრობლემა გაცილებით მძიმე აღმოჩნდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გიორგი დეკანოსიძე სოფელ ატოცში, დავით ქაცარავასთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად იმყოფებოდა.

თქვენი კომენტარი?