22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და კიდევ 4 პირს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 4 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ერთ-ერთი დაკავებული ონისე ცხადაძე მოსამართლეს ჰპირდებოდა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებდა, არაფერს არ შეუშლიდა ხელს და ითხოვდა მისთვის გირაოს შეფარდებას, მანა სევე თქვა, რომ არასდროს არ მიუღია მონაწილეობა ჯგუფურ ძალადობაში და მხოლოდ მის ქმედებებზეა პასუხისმგებელი თუმცა, მოსამართლემ ყველას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს შენობასთან დაკავებულების ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთად აფასებენ.