ჯერ ვიხილეთ ჩაგრული მიშა, მაგრამ რამდენიმე დღეში, ის ძველი, ნამდვილი, გიჟი მიშა დაგვიბრუნდა – დავით ჩიხელიძე

926
წაკითხვა/ნახვა

დავით ჩიხელიძე – “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი


“ბოლო დღეები ვცდილობდი, არაფერი დამეწერა, მაგრამ მიშამ დაწერა მაიძულა. დიახ ნამდვილად მაიძულა, რადგან ისეთ „სიბრძნეს“ აფრქვევს, რომ შეუძლებელია უბრალოდ უსმენდე და ჩუმად იყო.

თან, ყოველი მისი განცხადება წინა განცხადებისგან რადიკალურად განსხვავდება, სტრუქტურულად, შინაარსობრივად და ა.შ.

რამდენიმე დღის წინ ის ახალ ამპლუაში წარმოგვიდგა, ჩვენ ვიხილეთ ჩაგრული მიშა, რომელსაც თურმე რელიგიის გამო დევნიდნენ, აქვე ვიტყვი, რომ ჩემთვის რელიგიური გრძნობებით მანიპულაცია და თამაში ყველაზე ამაზრზენი და უღირსი საქციელია, მაგრამ რას ვიზამთ, ყველას მაღალ ზნეობრივ სტანდარტს ვერ დავუწესებთ.

დაიწყო მიშამ ტრადიციებზე საუბარი, უარყო ლიბერალიზმი და მისმა მხარდამჭერებმაც (მართალია მცირე რაოდენობა ჰყავს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, მე მათ პოზიციას პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთახმები) გაიხარეს! იფიქრეს რა, რომ მიშამ ფერი იცვალა, მაგრამ მიშას „ფერიცვალებაც’ ფარისევლობა და დიდი ტყუილი აღმოჩნდა, რადგან მან მომენტალურად დაიწყო ოპონენტების ლანძღვა და ამავდროულად ისაუბრა წარსულზე.

მან ჩვენ აშკარად დაგვანახა, რომ განდიდების მანიით შეპყრობილი არაადეკვატური ადამიანია. ბატონო მიხეილ, ქრისტიანობა და არსებული რელიგიების დიდი ნაწილი პირველ რიგში სიყვარული, გულწრფელობა და სინანულია, ამიტომ თუ გსურთ თქვენ ფერიცვალებაში დაგვარწმუნოთ, შეინანეთ თქვენი წარსული და ბოდიში მოიხადეთ, გულწრფელი ბოდიში, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.

გავიდა რამდენიმე დღე და მიშამ ისევ დაიწყო ტრაბახი, თურმე ტრამპი მის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამს, მისი ამ განცხადების შემდეგ დავმშვიდდი და მივხვდი, რომ ისევ ის ძველი, ნამდვილი, გიჟი მიშა დაგვიბრუნდა და მისი მხრიდან, ლიბერალიზმის უარყოფა, დროებითი მოვლენა იყო!

P.S- ჯერ ვიხილეთ ჩაგრული მიშა, მაგრამ რამდენიმე დღეში, ის ძველი, ნამდვილი, გიჟი მიშა დაგვიბრუნდა”- წერს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?