22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

პრეზიდენტმა ჟურნალისტები და ოპერატორები დააჯილდოვა (ვიდეო)

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

საქართველოს პრეზიდენტმა, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომუშავე და დაშავებული ჟურნალისტები და ოპერატორები დააჯილდოვა.

მათ მედლები გადაეცათ სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის.

ღონისძიება ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

მედლები გადაეცათ” მთავარი არხის,  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის, ფორმულისა და ტვ პირველის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.

მედიის წარმომადგნლებიდან დაჯილდოვდნენ: ჯონი ბაკურიძე, სერგი ბარამიძე, ნუცა ბახუტაშვილი, დავით ბერაძე, დავით ბიჭიკაშვილი, სალომე ბოკუჩავა, ნიკა ბუჩაშვილი, მინდია გაბაძე, მარიამ გაფრინდაშვილი, რუსუდან დუმბაძე, აკაკი ზარქუა, ვასილ ივანოვ ჩიქოვანი, მალხაზ კანდელაკი, დავით კობიძე, ნიკოლოზ კოკაია, ანა ლომთაძე მდივანი, მარიამ მაკასარაშვილი, დეა მამისეიშვილი, მიხეილ მარტიაშვილი, მირიან მელაძე, გივი მჭედლიშვილი, მარიამ ნიკურაძე, გურამ როგავა, დავით ქაშიაშვილი, ნანა ქაჯაია, ალექსანდრე ქეშელაშვილი, გენადი ქვაჩახია, ბექა ყორშია, გიორგი შეწირული, მაკა ჩიხლაძე, ქეთევან ციცქიშვილი, პავლე ხაჩიძე, ირინა ყურუა, ბესარიონ გაფრინდაშვილი

პრეზიდენტს ასევე სურდა რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტების დაჯილდოებაც, თუმცა, მათივე ეთიკის კოდექსი ამის საშუალებას არ იძლევა, შესაბამისად, ზურაბიშვილი მათ მიმართ სიტყვიერი მადლობით შემოიფარგლა.